საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ. შეზღუდვა შეეხებათ სატვირთო მატარებლებსაც. მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოძრაობა სრულად 12 აგვისტოდან განახლდება.
“მიმდინარეობს 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები. მოგეხსენებათ, რომ იცვლება საკონტაქტო ქსელი, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს. მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მცირედით შემცირდება სამგზავრო მატარებლით გადაადგილების დრო. 12 აგვისტოდან მოძრაობა სრულად განახლდება”, – განუცხადეს BMG-ის საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა, ახალი ტარიფები ასე ნაწილდება:
1. მეორე კლასი – 34 ლარი; <წინა ფასი ₾24> 2. პირველი კლასი – 74, ლარი; <წინა ფასი ₾60> 3. ბიზნეს კლასი – 124 ლარი; <წინა ფასი ₾99>.
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…